გავრცელებულ ინფორმაციას, რომ შს მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, შსს-ს პრესსამსახური არასერიოზულს უწოდებს.
როგორც სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოებიდან ჩანს, მინისტრი გუშინ აეროპორტში დაფიქსირდა.
ცნობისთვის, შს მინისტრის ჯანმრთელობის შესახებ ცნობა სხვადასხვა ინტერენეტგამოცემებში მას შემდეგ გავრცელდა, რაც, სავარაუდოდ, გიორგი მღებრიშვილისა და უკრაინის შს მინისტრის სატელეფონო ჩანწერი გამოქვეყნდა.
შსს ამ ჩანაწერის ავთენტურობას უარყოფს.
იტვირთბა....




