ისლანდიაში, გულფოსის ჩანჩქერის მიმდებარე ტერიტორიაზე, მდინარე ჰვითაში ადამიანის ცხედარი იპოვეს. სავარაუდოდ, გარდაცვლილი გულფოსის ჩანჩქერის ტერიტორიაზე 19 ივლისს გაუჩინარებული 22 წლის ნიკა ბეგაძეა.
შეგახსენებთ, რომ ნიკა ბეგაძე ისლანდიაში გულფოსის ჩანჩქერის ტერიტორიაზე 19 ივლისს გაუჩინარდა ისლანდიის შესაბამისმა უწყებებმა სამძებრო ღონისძიებები იმავე დღეს დაიწყეს, თუმცა რთული რელიეფის გამო მისი პოვნა ვერ მოხერხდა.

