მიმდინარე კვირის განმავლობაში საქართველოში ტემპერატურა მკვეთრად დაეცემა.
კერძოდ, როგორც “მეტრონომს” ჰიდრომეტეოროლოგიური პროგნოზირების სამმართველოს უფროსმა, სვეტლანა ნიორაძემ აცნობა, ხვალიდან, 15 აგვისტოდან, კვირის ბილომდე, დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურა დაიკლებს. დროგამოშვებით მოსალოდნელია წვიმა.
ხვალ, 15 აგვისტოს, დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა 26-31 გრადუსი იქნება;
აღმოსავლეთ საქართველოში- 31-36 გრადუსი;
15-16 აგვისტოს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე წვიმაა მოსალოდნელი, ტემპერატურა 29-34 გრადუსის ფარგლებში იქნება;
17 აგვისტოს საქართველოში ტემპერატურა მკვეთრად ეცემა- მოსალოდნელია 25-30 გრადუსი და წვიმიანი ამინდი;
18 აგვისტოდან ზოგან ხანმოკლე წვიმას პროგნოზირებენ სინოპტიკოსები; დასავლეთ საქართველოში 28-31 გრადუსი იქნება, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურა 35 გრადუსამდე მოიმატებს.

