ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მესტიაში ხანძარს ვერტმფრენის გამოყენებით აქრობენ

მესტიაში, ბანგურიანის ფერდობზე ხანძარს ვერტმფრენის გამოყენებით აქრობენ. როგორც  სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელი, თორნიკე გვაზავა აცხადებს, რთული რელიეფის გამო, შემთხვევის ადგილზე მისასვლელად გზიდან სულ ცოტა 2-3 კილომეტრია გასავლელი.

მისი თქმით, ხანძარი დასახლებული პუნქტიდან შორს არის და მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება.

მესტიაში, ბანგურიანის ფერდობზე ხანძარი დღეს გაჩნდა, ცეცხლი დაახლოებით ორ ჰექტარზეა მოდებული.

იტვირთბა....