თბილისში აეროპორტის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანის სიცოცლე ემსხვერპლა, ოთხი ადამიანი კი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, „ჰონდას“ მარკის ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს.