ახალი ამბები მთავარი სამართალი

ფონიჭალაში გუშინდელი სპეცოპერაციის ადგილას პოლიციაა მობილიზებული

ქვემო ფონიჭალაში ისევ სამართლადამცველები არიან მობილიზებული. ღამის ხმაურიანი სპეცოპერაციის შემდეგ, ცურტაველის ქუჩაზე ძმები ჯაფაროვების სახლის ჩხრეკა მიმდინარეობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ამ საცხოვრებელი სახლიდან ღამით 33 შეკვრად დაფასოებული ჰეროინი ამოიღეს. კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები ძმები ჯაფაროვების სახლის ეზოში არსებულ სამშენებლო მასალებში ნახევარი საათის განმავლობაში ნარკოტიკებს ეძებდნენ.

ძმების მეზობელმა ქალბატონმა ჩხრეკის ოქმზე ხელი არ მოაწერა, ხოლო პოლიციელებმა სახლი კომენტარის გარეშე დატოვეს.

როგორც კურიერს სანდრო წყარომ აცნობა, ამჯერად უკვე კრიმინალური პოლიცია ნარკოტიკებს სახლის ეზოში ეძებს.

კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები ძმები ჯაფაროვების სახლის ეზოში არსებულ სამშენებლო მასალებში ნახევარი საათის განმავლობაში ნარკოტიკებს ეძებდნენ.

შეგახსენებთ, თბილისში, ფონიჭალაში სპეცოპერაციის შედეგად ორი ადამიანი დააკავეს. როგორც “მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ორივე მათგანი სასამართლო განჩინების საფუძველზე ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს. დაკავებულები ძმები არიან. შსს-ის ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნას ან გასაღებას.

წყარო: “რუსთავი 2”.

 

იტვირთბა....