ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ჯანსუღ ჯარკვიანი ინსულტის დიაგნოზით საავადმყოფოშია გადაყვანილი

პოეტი ჯანსუღ ჩარკვიანი ე.წ. არამიანცის საავადმყოფოშია გადაყვანილი. პოეტის შვილის თაკო ჩარკვიანის განცხადებით, ჯანსუღ ჩარკვიანს ინსულტი აქვს და მისი მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.

„ძალიან მძიმედაა, უკიდურესად მძიმედ, ინსულტი აქვს. 9 დღის წინ საავადმყოფოში მოვათავსეთ. გუშინ მდგომარეობა ძალიან დამძიმდა და ცნობიერებაც დაკარგა. ფილტვის პნევმონიაც აქვს. ექიმები ყველაფერს აკეთებენ მისი მდგომარეობიდან გამოსაყვანად. მთელი საქართველო გვირეკავს, სიყვარულიც ეს ყოფილა, გაოცებულები ვართ“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

მისივე თქმით, ჯანსუღ ჩარკვიანის ჯანმრთელობის გაუარესება ნერვულ სტრესს უკავშირდება.

იტვირთბა....