თბილისში, ფონიჭალაში სპეცოპერაციის შედეგად ორი ადამიანი დააკავეს. როგორც “მეტრონომს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ორივე მათგანი სასამართლო განჩინების საფუძველზე ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს. დაკავებულები ძმები არიან. შსს-ის ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნას ან გასაღებას.
როგორც დაკავებულების ძმა აცხადებს, ჯ.ნ. და ჯ.მ. პოლიციაში დაიბარეს და ისინი სამართალდამცავ ორგანოში დაახლოებით 18:00 საათზე გამოცხადდნენ, რის შემდეგაც მათ სახლში სპეცოპერაცია დაიწყო ძმები კი პოლიციის განყოფილებაშივე დააკავეს. მისსივე თქმით, მათი სახლიდან სპეცსამსახურის თანამშრომლებმა რამდენიმე პარკში შეფუთული ნივთიერება ამოიღეს და ოჯახის წევრებს შეატყობინეს, რომ ეს ნარკოტიკული საშუალება იყო. ოჯახის წევრები ფიქრობენ, რომ ნარკოტიკი ჩაუდეს, რადგან მათ სახლში ნარკოტიკული საშუალებები არ ჰქონდათ.