თბილისის მერი დავით ნარმანია ადასტურებს, რომ მისი კანდიდატურა გენერალური აუდიტორის პოსტზე ისევ განიხილება. მისი თქმით, მიმდინარეობს კონსულტაციები და მისი მერობის ვადის ამოწურვის შემდეგ, ზუსტად ეცოდინება იქნება თუ არა ის აუდიტის სამსახურის უფროსი.
„მიმდინარეობს კონსულტაციები, რომელიც გაგრძელდება. შესაბამისად, მას შემდეგ, რაც დავასრულებ მოღვაწეობას თბილისის მერის რანგში, იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება. დაველოდოთ, მანამდე არ ვიჩქაროთ” , – განაცხადა დავით ნარმანიამ.
წყარო: “პირველი რადიო”