ბათუმში, კათოლიკურ ეკლესიასთან, მანქანა ზებრაზე მიმავალ კაცს დაეჯახა. ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ცნობაზე დაყრდნობით, გაზეთი “ბათუმელები” ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მამაკაცი თავის დახურული ტრავმით საავადმყოფოშია გადაყვანილი. სავარაუდოდ, ის სანაოსნოს დაცვის თანამშრომელია.
შსს-ში აცხადებენ, რომ შემთხვევაში მონაწილე მძღოლი არ მიმალულა. აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს.