ახალი ამბები მთავარი სამართალი

ახალციხეში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა

სამცხე-ჯავახეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა. კერძოდ, ახალციხეში, სოფელ “ჭაჭარაქთან” ერთმანეთს სატვირთო ავტომობილი და მსუბუქი მანქანა შეეჯახა. შემთხვევა გუშინ მოხდა.

როგორც “მეტრონომს” შსს-ში განუცხადეს, ადგილზე დაიღუპა მსუბუქი ავტომობილის მძღოლი. გამოძიება მომხდარ ფაქტზე 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.

იტვირთბა....