ყარაფილა-ხურვალეთის მონაკვეთზე, ცენტრალურ მაგისტრალზე, რუსული ოკუპაციის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს.
აქცია 2008 წლის აგვისტოს ომიდან 9 წლისთავს ეძღვნება. მონაწილეები პატივს მიაგებენ 2008 წლის აგვისტოს ომში საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ ქართველ გმირებს. მათ რუსული საოკუპაციო ჯარიდან 400 მეტრის მოშორებით ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს.
„მე ვიცი, რომ მშვიდობა უკეთესია, ამიტომ მზად ვართ ომისთვის”, ”ძალა ერთობაშია” და ა.შ. – ეს ის მთავარი გზავნილებია, რომლებიც აქციის მონაწილეებმა ბანერებზე განათავსეს.