aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება ჯანდაცვა

სიმპტომები, რომელსაც ყურადღება უნდა მიაქციოთ: დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციები

aviabiletebi
ავიაბილეთები

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანრთელობის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას ჰაერის მაღალი ტემპერატურის დროს რეკომენდაციებს აძლევს:
“თუ ადამიანი თავს შეუძლოდ იგრძნობს, ექნება თავბრუსხვევა, სისუსტე, ფორიაქი, ძლიერი წყურვილი, თავის ტკივილი, სასწრაფოდ უნდა მოთავსდეს გრილ ადგილას, გაიზომოს სხულის ტემპერატურა, მიიღოს წყალი ან ხილის ნატურალური წვენი.
თუ აღენიშნება კუნთების მტკივნეული სპაზმი (განსაკუთრებთ ფეხებში, ხელებში, მუცელზე), საჭიროა ელექტროლიტების შემცველი ხსნარების მიღება.
თუ სიმპტომები ერთ საათზე მეტხანს გაგრძელდა, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს. ექიმს მიმართეთ მაშინაც, თუ გრძნობთ უჩვეულო სიმპტომებს და ეს სიმპტომები დიდხანს ნარჩუნდება.
თუ კანი გამომშრალი აქვს, ბოდავს, კრუნჩხვები აქვს, გონება დაკარგა, საჭიროა სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახება ან ოჯახის ექიმთან დაკავშირება.
სასწრაფო დახმარების მოსვლამდე დაზარალებული გადაიყვანეთ გრილ ადგილზე, დააწვინეთ ჰორიზონტალურად, აუწიეთ ფეხები, გაუხსენით ტანსაცმელი, რომ არ უჭერდეს; კისერზე, იღლიის ქვეშ, საზარდულის არეში დაადეთ ყინულის პაკეტი; ტანი დაუზილეთ 25-30ჩ-ის ტემპერატურის წყლით; გაუზომეთ სხეულის ტემპერატურა. გონებადაკარგული ადამიანი მოათავსეთ გვერდზე.
დღისით ოთახის იდეალური ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 32ჩ-ს, ღამით – 24ჩ-ს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვების და 60 წელს გადაცილებული ადამიანებისთვის, ასევე მათთვის, ვისაც ქრონიკული დაავადებების დიაგნოზი აქვთ”.-ნათქვამია განცხადებაში.

იტვირთბა....