ახალი ამბები მთავარი სამართალი

ბათუმში კიდევ ერთი პირი დაჭრეს

ცეცხლსასროლი იარაღიდან ბათუმში კიდევ ერთი პირი დაჭრეს. როგორც ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს ექიმი აცხადებს, დაახლოებით ღამის 4 საათზე, 23 წლის ახალგაზრდა კაცმა ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობის გამო მიმართა.
ექიმების განცხადებით, პაციენტი ქირურგიულ დეპარტამენტშია მოთავსებული.

რაც შეეხება ბათუმში, კიდევ ერთი პირის დაჭრას, ის პოლიციელია, რომელიც წუხელ ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრეს. ექიმების თქმით, ის ბათუმის რესპუბლიკური საავადმოფოდან უკვე გაწერილია.

მედიკოსთა თქმით, მას ჭრილობა ხელის არეში ჰქონდა მიყენებული, დახმარების აღმოჩენოს შემდეგ კი გაწერეს. შემთხვევა ბათუმში, კლუბ სექტორში მოხდა. ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განხზრახ მძიმე დაზიენებას გულისხმობს.

იტვირთბა....