ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი: “დადგება დღე, როცა აღნიშნავთ ტერიტორიების დაბრუნებას”

აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა თავის გამოსვლაში აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთზე ისაუბრა. მისი თქმით, აშშ მხარს უჭერს და დაუჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. მისი თქმით, ეს მხარდაჭერა გამოიხატება არა მხოლოდ თავდაცვისუნარიანობის ამაღლებაში და ამ მიმართულებით მხარდაჭერაში, არამედ ეკონომიკაშიც.

“კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ აშშ მხარს მტკიცედ უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. ჩვენ გვჯერა ასევე, რომ უფრო ძლიერი და განვითარებული საქართველო მიაღწევს წარმატებას. დარწმუნებული ვარ, დადგება დღე როცა ქვეყანა აღნიშნავს თავის ტერიტორიების დაბრუნებას”, – განაცხადა მაიკ პენსიმ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მაიკ პენსისა და გიორგი კვირიკაშვილის ერთობლივი კონფერენცია გაიმართა, სადაც ლიდერებმა ჟურნალისტებისთვის განცხადებები გააკეთეს.

 

იტვირთბა....