ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი ოპოზიციას შეხვდა

აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრას „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია, „ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე, „თავისუფალი დემოკრატების“ თავმჯდომარე შალვა შავგულიძე და გაერთიანება „შენების მოძრაობის“ ხელმძღვანელი დავით უსუფაშვილი ესწრებოდნენ.
საუბარი სამ მნიშვნელოვან საკითხს შეეხება: უსაფრთხოება, დემოკრატია და ეკონომიკა.
პენსთან შეხვედრისას ის ისაუბრებს ინსტიტუციური მმართველობის მოშლაზე, ერთი პარტიის ხელში ძალაუფლების გაუმართლებელ კონცენტრაციაზე და არაფორმალურ მმართველობაზე.

 

იტვირთბა....