საერთაშორისო პროექტი “ნიჭიერი”, ამიერიდან “რუსთავი 2”-ის ნაცვლად, “იმედის” ეთერში გავა. ინფორმაცია On.ge-ის “რუსთავი 2”-ის გენერალურმა დირექტორმა დაუდასტურა.
ნიკა გვარამიას თქმით, პროექტის ლიცენზია მათი ყოფილი მენეჯერების, გიორგი ხაბურზანიასა და დემნა ჯაფარიძის კომპანიას ეკუთვნის და არა რუსთავი 2-ს. საჯარო რეესტრის მიხედვით, გიორგი ხაბურზანია და დემნა ჯაფარიძე ფლობენ კომპანია ნოვა პროდაქშენს, რომელსაც, სავარაუდოდ, აქვს “ნიჭიერის” ლიცენზია.
ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის პროექტების მენეჯერები, ვინც ამ არხზე “ნიჭიერს” ხელმძღვანელობდნენ, ტელეკომპანია “იმედში” რამდენიმე კვირის წინ გადავიდნენ.
https://www.youtube.com/watch?v=zx9ZKJj9bHg

