ახალი ამბები მთავარი სამართალი

თარგამაძე: ჩემთვის უცნობმა ხეჩუაშვილმა ერთ დღეს გაიღვიძა და გადაწყვიტა მოვეკალი?

გივი თარგამაძე მისი ავტომანქანის აფეთქების საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს დაიკითხა. როგორც სასამართლო სხდომის შემდეგ თარგამაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მან და მისმა მძღოლმა დავით ვარდოსანიძემ ავტომანქანის აფეთქების დღე 2016 წლის 4 ოქტომბერი პროცესზე დეტალურად გაიხსენეს:

“თუ გამოძიებამ საქმეში არ გამოკვეთა მოტივი, ზოგადად ამ საქმის გამოძიებას აზრი არ აქვს. თუ მოტივი არ არსებობს, ჩვენ მივდივართ იქამდე, რომ ჩემთვის უცნობმა დარჩო ხეჩუაშვილმა ერთ მშვენიერ დღეს გაიღვიძა და ისე შევჯავრდი, რომ გადაწყვიტა, რადაც არ უნდა დაჯდომოდა, უნდა მოვეკალი. ბუნებრივია, ამის ხომ არავის არ სჯერა? აქედან გამომდინარე, მოტივის გარეშე სასამართლო განხილვა ყოველგვარ აზრს არის მოკლებული.
ბორის ჩაგუნავა, რომელიც მანამდე მუხროვანზე და შევარდნაძის პირველ ტერაქტზე იყო ბრალდებული, ეს ადამიანი ამ საქმიდან ისე გამოყვეს, რომ უკან ვერ მიუბრუნდები. ერთი და იგივე საქმეზე ორჯერ გასამართლება არ შეიძლება. ამიტომ, მე ვვარაუდობ, რომ აფეთქებაში მეორე ბრალდებულს (დარჩო ხეჩუაშვილი) და მასთან დაკავშირებულ პირებსაც მეორე ცხრათვიანი გამოძიების შემდეგ ასევე გამოყოფენ ცალკე საქმერდ, რაც საბოლოო ჯამში გამოვა, რომ ყველა ფიგურანტი ამ პროცესს ცალ-ცალკე გაივლის და საქმეში ერთიანი სურათი არ დაიხატება ამ გამოძიებებისა და სასამართლო პროცესების შედეგად”, – განაცხადა თარგამაძემ.

2016 წლის 4 ოქტომბერს გივი თარგამაძის მკვლელობა მანქანის აფეთქების გზით სცადეს. თარგამაძე, რომელიც იმ დროს პარლამენტის დეპუტატი იყო, გადარჩა, თუმცა, დაშავდნენ გამვლელები. დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობაი ბრალდებული დავით ხეჩუაშვილი ამ დრომდე იძებნება. იარაღისა და ასაფეთქებელი მოწყობილობის უკანონო შეძენა-შენახვაში ბრალდებული ბორის ჩაგუნავა კი, თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ სცნო და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, რაც 6-წლიანი პირობითი სასჯელით ჩანაცვლდა.

იტვირთბა....