ახალი ამბები მთავარი სამართალი

”ბავშვთა სამყაროს” დირექტორს ბრალი წარედგინა

”ბავშვთა სამყაროს” დირექტორს გიორგი მაჭავარიანს ბრალი  სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევის გამო წარედგინა. ინფორმაციას მისი ადვოკატი, გაგი მოსიაშვილი ადასტურებს:

”როგორც ვვარაუდობდით, ბრალი წარდგენილია სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევის გამო. მტკიცებულებები რამდენიმე წუთის წინ გადმოგვეცა, ამიტომ საქმის მასალებს ამ ეტაპზე არ ვიცნობთ.

მას შემდგომ რაც საქმის მასალებს გავეცნობით, ჩვენ სამართლებრივ არგუმენტაციას წარმოგიდგენთ. ერთადერთი შემიძლია ვთქვა, რომ ჩემს ხელთ არსებული ექსპერტიზის დასკვნით, დადასტურებულია ის გარემოება, რომ დაცული იყო უსაფრთხოების ყველა ზომა”, – განაცხადა გაგი მოსიაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ბრალი შიდა უსაფრთხოების სამსახურის დაცვის უფროსსაც წარედგინა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის თანამშრომლებმა, გუშინ თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე, სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე ს.ს. „სავაჭრო სახლი ბავშვთა სამყაროს“ დირექტორი გიორგი მაჭავარიანი, ხოლო სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე ამავე საზოგადოების შიდა უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი მიხეილ თევზაძე დააკავეს.

იტვირთბა....