“ნაცმოძრაობის” აქტიური მხარდამჭერი მამუკა გამყრელიძე, რომელიც გამოირჩეოდა სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურ ფიგურებს შორის, აცხადებს, რომ საბოლოოდ ჩამოყალიბდა და ის “ნაციონალური მოძრაობის” მხარდამჭერი აღარ არის.
“თავს ვალდებულად ვთვლი ეს განცხადება გავაკეთო. მე აღარ მოვისაზრებ თავს ნაცმოს მხარდამჭერად და მომავალ არჩევნებზე ჩემს ერთ ხმას მათ არ მივცემ. ეს გადაწყვეტილება ჩემში 2016 წლის არჩევნების შემდეგ მწიფდებოდა. მიზეზები ერთი მეორეს ემატებოდა. დღეს საღამოს საბოლოოდ ჩამოვყალიბდი.
ამ განცხადებას იმიტომ ვაკეთებ, რომ ვიცი, ჩემი FB მეგობრების დიდი ნაწილი ნაცმოს მხარდამჭერია. მინდა მართალი ვიყო მათ წინაშე. თუ ვინმე მათგანი გადაწყვეტს შეწყვიტოს ეს მეგობრობა მე ნაწყენი არ დავრჩები. მეცოდინება მაინც, ვინ მეგობარია და ვინ პარტმუშაკი. ნაცმოს, ისევე როგორც სხვა პროდასავლურ პარტიებს წარმატებას ვუსურვებ”. – წერს გამყრელიძე.