რუსეთის ოპოზიციის ერთ-ერთ ლიდერი, ალექსეი ნავალნი უკრაინის პრეზიდენტ პოროშენკოს მიერ მიხეილ სააკაშვილისთვის უკრანის მოქალაქეობის ჩამორთმევას ეხმაურება და საკუთარ გადაცემაში ამ თემაზე ვრცელ შეფასებას აკეთებს:
„ის რაც მოხდა უკრაინაში, სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევით, ამ მომენტისთვის, უკრაინის, ისევე როგორც სხვა ევროპული ქვეყნების, ნორმალური განვითარების გადადებას უწყობს ხელს. შეუძლებელია ადამიანს ჩამოართვა მოქალაქეობა და მთელი ეს იურიდიული ჩენჩო, რომელსაც განიხილავენ, სწორია თუ არასწორია და ა.შ. ამაზე უბრალოდ მინდა გითხრათ ასე: ის თქვენ გუბერნატორად გყავდათ არჩეული, მაშინ ხომ იყო იურიდიულად ყველაფერი წესრიგში, ეს ადამიანი რომ გუბერნატორად აგერჩიათ, ერთ-ერთ უმაღლეს თანამდებობაზე, უმნიშვნელოვანესი რეგიონის სამართავად?
ახლა კი ამათმა ადგნენ და უბრალოდ ჩამოართვეს მოქალაქეობა. გასაგებია რატომაც, რადგანაც ქვეყნის მთავარი პოლიტიკური ოპონენტის ზემოთ იდგა. ხვალ შეიძლება პუტინმა მეც ჩამომართვას მოქალაქეობა და მითხრას: “იცი რა ალექსეი? როცა შენ 16 წლის იყავი, მოსკოვის რაიონის რომელიღაც სოფლის საკრებულოში, თუ სადაც იფორმებდი პასპორტს, იქ ანკეტაში არ მიუთითე „რაღაც მნიშვნელოვანი ინფორმაცია“, ამის გამო, ჩვენ ახლა ვაუქმებთ გადაწყვეტილებას შენს მოქალაქეობაზე”.
მსგავსი უამრავი რამის გამოგონება შეიძლება. ისევე როგორც მოხდა კუდრიავცევთან მიმართებაში და ზუსტად იგივენაირად განვითარდა უკრაინაშიც. მიაფურთხეს რა პოლიტიკურ კონკურენციას, კანონს, კონსტიტუციის ფუძეს – მათ უბრალოდ მოიქნიეს ქვეყნიდან ოპოზიციონერი, როგორც ასეთი. პირადად მე, არ მინდა სააკაშვილის პიროვნების შეფასება, კარგია ის თუ ცუდი, თუ რას აკეთებდა საქართველოში, პოპულისტია თუ რეალური პოლიტიკოსია, არ აქვს მნიშვნელობა ამ ყველაფერს, თუ როგორია ის, მთავარია, რომ ის ძალიან პოპულარულია. უბრალოდ შედით მის ფეისბუქზე, მას იქ მილიონზე მეტი ლაიქი აქვს. ის ყველაზე ცნობილი პოლიტიკოსია უკრაინაში და უცებ, ბრახ, და ის გათიშეს.
ეს არის ის, რასაც საბჭოთა კავშირში აკეთებდნენ. ეს „ცუღლუტობები“ მოქალაქეობის ჩამორთმევაზე, როცა ადამიანი სადღაც გაფრინდა ან გაემგზავრა ქვეყნიდან და ამ დროს მოხდა მოქალაქეობის ჩამორთმევა, ეს არის ისევ და ისევ საბჭოური „ცუღლუტობები“. ეს საბჭოთა კავშირი დღემდე იჩენს თავს უკრაინაში, რაც ძალიან აზიანებს პოლიტიკურ პროცესებს რუსეთის შიგნითაც. რადგანაც, ეს არის ზუსტად ის, რაზეც პუტინი საუბრობს ყოველ პრესკონფერენციაზე. ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანია, ჩვენ ხომ კორუფციასთან ბრძოლაზე ვსაუბრობთ და ამაზე პასუხი პუტინისგან ნახეთ მის ნებისმიერ პრესკონფერენციაზე: „დიახ, ეს მნიშვნელოვანი საკითხია, მაგრამ აქ ადგილი არ უნდა ჰქონდეს პოპულიზმს, შეხედეთ ზოგიერთ ქვეყნებს, მაგალითად უკრაინას. იქაც ხომ, კორუფციასთან ბრძოლის ლოზუნგების ქვეშ იმალებოდა რევოლუცია და ნახეთ ეხლა რა ხდება იქ – უსამართლობა“. დიდი მძიმეს შემდეგ კი დაემატება: „იქ ოპოზიცინერს მოქალაქეობა ჩამოართვეს, ჩვენ კი ეგეთებს არ ვაკეთებთ, მაგრამ „ისენი, უკრაინელები“ ევროპელობაზე რომ აქვთ პრეტენზიები, “ისენი” ზუსტად მსგავს რამეებს აკეთებენ“.
ძალიან ვიმედოვნებ, რომ პოროშენკო თუ ისენი, ვისაც შეუძლიათ ამ გადაწყვეტილების გაუქმება, მას გააუქმებენ. რადგანაც ეს სიტუაცია საშინლად გამოიყურება. ჩვენ ყველანი კი დაინტერესებულნი ვართ იმითი, რომ უკრაინაში რაიმე სახის საშინელებებს ადგილი არ ქონდეს“ – აცხადებს ოპოზიციონერი.
guriismoambe.com