ახალი ამბები ვიდეო მედია მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ლევან გოგიჩაიშვილმა ჟურნალისტს შეფასების ფორმა შეუსწორა (ვიდეო)

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ლევან გოგიჩაიშვილმა გადაცემაში „დღის ამბები“, დიანა ტრაპაიძესთან საუბრისას, სადაც თემა შეეხებოდა, ანა დოლიძის მხრიდან გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვით პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, პარლამენტის თავმჯდომარეს უზრდელი და თანამდებობისთვის შეუფერებელი უწოდა, წამყვანს მიმართვის ფორმა შეუსწორა:

„პრეზიდენტი უნდა ჩამოყალიბდეს და თქვას – ვინ არის ის? რა ფუნქციის მატარებელია? ირაკლი კობახიძე ხშირ შემთხვევაში მას მიუთითებს იმ ფუნქციებზე, რაც მას გააჩნია. ჩვენ უბრალოდ ვსაუბრობთ იმაზე, რა არის პრეზიდენტის ფუნქცია ამ ქვეყანაში, რაც გამოხატვის თავისუფლებაში ჯდება. პოლიტიკოსის, მითუმეტეს პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან ამაზე საუბარი, მემგონი არ არის უხერხული და კნინობით ფორმაში მე ვფიქრობ, თქვენც არ უნდა მოიხსენიებდეთ, ვთქვათ, პარლამენტის თავმჯდომარის ასეთ განცხადებებს. თქვენ აზრს, განცხადებებს, პატივს ვცემთ ჩვენ და ასევე თქვენც მოგიწოდებთ, რომ პატივი სცეთ პარლამენტის თავმჯდომარეს და ვთქვათ, ნებისმიერი პოლიტიკური პირის განცხადებებს. ჩვენ ველოდებით, პრეზიდენტის განმარტებას ამასთან დაკავშირებით, რას ფიქრობს ზოგადად მისი საპარლამენტო მდივნის განცხადებასთან დაკავშირებით. მანამდე გეუბნებით, რომ ასეთი განცხადებები ორ საკონსტიტუციო ორგანოს შორის ურთიერთობას, რა თქმა უნდა, არ აჯანსაღებს, პირიქით, უფრო მეტ პრობლემას აჩენს. ამიტომ ჩვენ ველოდებით მის პოზიციას, შესაბამისად, შემდეგ გაკეთდება დამატებითი განცხადებები. დანარჩენი თქვენ თვითონ იმსჯელეთ, რას ნიშნავს ეს…“, – განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

27 ივლისს განხილვები პარლამენტში ცხარე კამათის ფონზე მიმდინარეობდა. პარლამენტის თავმჯდომარე და ანა დოლიძე სხდომაზე ერთმანეთს რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ.

ირაკლი კობახიძემ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანს პოლიტკორექტულობისკენ მოუწოდა. პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი აცხადებს, რომ ირაკლი კობახიძე არის თანამდებობისთვის შეუფერებელი.

იტვირთბა....