დილიდან, ბათუმში ძლიერი ქარია. საგანგებო სიტუაციების სამსახური საშტორმო მდგომარეობას აცხადებს და დამსვენებლებს მოუწოდებენ, რომ დღეს ზღვაში ბანაობისგან თავი შეიკაონ. სანაპიროზე თეთრი ალმები წითლით შეიცვლება, რაც იმას ნიშნავს, რომ ზღვაში შესვლა აკრძალულია.
აღნიშნულთან დაკავშირებით, სპეციალურ განცხადებას საგანგებო სიტუაციათა დეპარტამენტის აჭარის სამსახური დაახლოებით ერთ საათში გააკეთებს. უწყების ინფორმაციით, ზღვის ღელვის სიმძლავრე 4 ბალს მიაღწევს. ამ დროისთვის, ქარს რაიმე სახის პრობლემა არ შეუქმნია.