ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“თბილისის ღამის ცხოვრების განვითარებას ვგეგმავ”

თბილისის მერობის “ქართული ოცნების” კანდიდატი კახი კალაძე, უხლოეს მომავალში, ქალაქის განვითარების გეგმას წარადგენს.  ამის შესახებ კახა კალაძემ გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ისაუბრა. მისი თქმით, თბილისში ღამის ცხოვრების განვითარება მოხდება. რაც დამატებით სამუაშო ადგილებს შექმნის და მცირე ბიზნსესის განვითარებას ხელ შეუწყობს.

“სიცოცხლით სავსე ქალაქი“ – ეს არის თბილისის ცხოვრება. უახლოეს მომავალში ვგეგმავთ, წარმოვადგინოთ ჩვენი ხედვები იმასთან დაკავშირებით, თუ რა პროექტების განხორციელებას ვგეგმავთ მომავალი წლების განმავლობაში.

ერთ-ერთი ასეთი მიმართულებაა თბილისის ღამის ცხოვრების განვითარება. ეს მხოლოდ გართობა ან დასვენება არ არის. პირიქით, ეს პირდაპირ კავშირშია ახალი სამუშაო ადგილების შექმნასთან, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებასთან და რაც ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანია, ჩვენი სიცოცხლით, ენერგიით სავსე ახალგაზრდების ჩართულობასთან.

მსგავსი პროექტების განხორციელებით შევძლებთ, უფრო მეტი ტურისტი მოვიზიდოთ, უფრო მიმზიდველი და საინტერესო გახდეს ჩვენი ქვეყანა უცხოელებისთვის. ტურისტული განვითარების მთლიან კონცეფციაში ერთ-ერთ მიმართულებად ღამის თბილისის განვითარებასა და კეთილმოწყობას განვიხილავთ. ეს იქნება სტიმული დასვენებისა და ამ მიმართულებით ბიზნესის კეთების მსურველებისთვის, ხოლო მეორე მხრივ, ღამის წესრიგის დამყარება – იქნება ეს უსაფრთხოების უზრუნველყოფა თუ ხმაურისა და სიწყნარის ზონების გააზრებული გამიჯვნა და დაგეგმარება“, – აცხადებს კახა კალაძე ვიდეო მიმართვაში.

იტვირთბა....