ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“არჩევნები დედაქალაქში პირველივე ტურში დასრულდება”

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე NDI-ის კვლევას გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ თბილისში მეორე ტური არ იქნება:

“კვლევები, რომელიც 2012 წლიდან დღემდე ტარდებოდა აბსოლუტურად ყველა იყო ცდომილებაში. ეს კვლევები სხვა რამეს უკავშირდება. მაქსიმალურად ცდილობენ, რომ საზოგადოებაში დაამკვიდრონ მოსაზრება იმისა, რომ მეორე ტური არის გარდაუვალი, ეს ხდება ამ ორგანიზაციის მიერ მიზანმიმართულად, რაც არ არის რეალური და მინდა დაგარწმუნოთ იმაში, რომ თბილისის და თბილისელების მხარდამჭერით არჩევნები დედაქალაქში დასრულდება პირველივე ტურში,“ – განაცხადა კახა კალაძემ.

შეგეხსენებთ, NDI-ის ბოლო კვლევის მიხედვით, თბილისის მერობის კანდიდატების რეიტინგში კახი კალაძე 30%-ით ლიდერობს. მეორე ადგილზეა ალეკო ელისაშვილი 19%-ით და ზაალ უდუმაშვილი 18%-ით.  კითხვაზე ვის მისცემდით ხმას ხვალ რომ თბილისის მერის არჩევნები იყოს ელენე ხოშტარიას მხოლოდ 5% ასახელებს, ხოლო 12%-ს კითხვაზე პასუხი არ აქვს. გამოკითხულთა 4% კი ხმას არც ერთ კანდიდატს არ მისცემდა.

აღნიშნული გამოკითხვა 2017 წლის 18 ივნისი-9 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 2,261 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულ, სომხურ და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2,2 პროცენტი. NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით და ატარებს CRRC საქართველო.

 

იტვირთბა....