ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“მშვიდობით, მიშა”: რადას დეპუტატი ამბობს, რომ სააკაშვილს მოქალაქეობა ჩამოართვეს

უკრაინის რადას დეპუტატი იგორ მოსიჩუკი რამდენიმე წუთის წინ საკუთარ “ფეისბუქ” გვერდზე განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოერთვა:

“მე დამიდასტურეს, ეს მართალია. ქართველ იანუკოვიჩს, მიშა სააკაშვილს, ჩამოართვეს უკრაინის მოქალაქეობა, რაც იმას ამტკიცებს, რომ პრეზიდენტმა პოროშენკომ საბოლოოდ აღიარა საკუთარი შეცდომები. მან უკანონოდ მიანიჭა მოქალაქეობა მას და ახლა ცდილობს გამოასწოროს თავისი შეცდომები.
ქართველი მოხეტიალე ცირკის მსახიობის გასტროლები აშკარად გაიწელა და რეალურად საფრთხეს უქმნის უკრაინის სახელმწიფოს. მშვიდობით, მიშა, მშვიდობით”- წერს მოსიჩუკი.

“მეტრონომი” დაუკავშირდა “ნაციონალურ მოძრაობის” პრესცენტრს, სადაც განაცხადეს, რომ ინფორმაციას ამ წუთებში ამოწმებენ. დეტალებს უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ.

იტვირთბა....