ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ვენეციის კომისიაც ამბობს, რომ კონსტიტუცია ამ ცვლილებებით უკეთესი იქნება”

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელია ამბობს, რომ ვენეციის კომისიის პრეზიდენტის მიერ ოპოზიციისთვის გამოგზავნილ წერილში კომისიის პოზიცია ნათლად და კარგად არის დაფიქსირებული.
“პროცესი იმის გამო არ უნდა შეჩერდეს, რომ პოლიტიკური და პარტიული ინტერესები არსებობს. თუ ყველა ამბობს და მათ შორის ვენეციის კომისია, რომ ეს კონსტიტუცია ამ ცვლილებებით უკეთესი იქნება და ის ძლიერ საპარლამენტო მოდელს აყალიბებს, მხარი რატომ არ უნდა დაუჭირო? იმიტომ, რომ ვიწრო პარტიული ხედვაა?- ამ საკითხში ვენეციის კომისიის პოზიცია ჯანსაღია”, -აღნიშნა ეკა ბესელიამ.

აღსანიშნავია, რომ ვენეციის კომისიის პრეზიდენტის იმავე წერილზე განსხვავებული აზრი აქვს “ნაცმოძრაობის” ლიდერს რომან გოცირიძეს, რომელიც ამბობს, რომ ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას სერიოზულად აკრიტიკებს.
შეგახსენებთ, ვენეციის კომისიის პრეზიდენტი, ჯანი ბუკიკიო ოპოზიციურ პარტიებს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით წერილით მიმართავს. წერილში ნათქვამია, რომ ვენეციის კომისია გამოსავალს კვლავ ფართო კონსენსუსში ხედავს.

იტვირთბა....