aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

მუშებს ხელით აკრძალული სამუშაოს შესრულება უწევდათ: შრომის ინსპექცია

aviabiletebi
ავიაბილეთები

დიდუბეში, იმ სამშენებლო ობიექტის დათვალიერების შემდეგ, სადაც დღეს ერთი მუშა გარდაიცვალა და ოთხი დაშავდა, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის პირობების ინსპექციის დეპარტამენტის ინსპექტორები აცხადებენ, რომ ობიექტზე უსაფრთხოების არაერთი პირობა იყო დარღვეული, ხოლო მუშებს ისეთი სამუშაოს შესრულება უწევდათ ხელით, რომელიც კატეგორიულად აკრძალულია:

“გამოიკვეთა რიგი დარღვევები, რომელსაც ითვალისწინებს ტექნიკური რეგლამენტი. კონკრეტული სტანდარტია დარღვეული, რომელიც საჭიროა სადემონტაჟო საქმის შესასრულებლად, მუშახელი იქნება ეს თუ ტექნიკური პერსონალი – მათ ეს საქმე უნდა შეასრულონ არა ხელით, კუსტარული იარაღებით, არამედ შესაბამისი ტექნიკით, რომელიც დასანგრევი კედლიდან მისი სიმაღლის პროპორციული მანძილით იქნება დაშორებული. პირველი მოკვლევით, სამწუხაროდ, ჩანს, რომ ეს ნორმები დარღვეულია და ამიტომაც მოყვნენ მუშები ნანგრევებში.”-აცხადებს ჯანდაცვის სამინისტროს შრომისა და დასაქმების სამსახურის ხემძღვანელი, ელზა ჯგერნაია. მისივე თქმით, სამშენებლო კომპანია “როიალ გრუპს” სამუშაოს შესასრულებლად დაქირავებული ჰყავდა შპს, რომელიც აწარმოებდა დემონტაჟს წესების დარღვევით.

რაც შეეხება პასუხისმგებლობას შრომით პირობებზე, როგორც ჯგერენაია განმარტავს, ის რამდენიმე უწყებას შორის ნაწილდება. კერძოდ, შრომითი უსაფრთხოება ჯანდაცვის სამინისტროს კომპეტენციაა, სამშენებლო ობიექტზე უსაფრთხოება- მერიის ზედამხედველობის სამსახურის.

დიდუბის გამგებლის ინფორმაციითაც, კომპანია რამდენჯერმე გააფრთხილეს. 

საქმეზე დაწყებულია გამოძიება.

 

იტვირთბა....