aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

დიდუბეში, კედლის ჩამონგრევის დეტალებზე თვითმხილველები საუბრობენ

aviabiletebi
ავიაბილეთები

დიდუბეში, სოხუმის ქუჩაზე მომხდარი უბედური შემთხვევის დეტალებზე თვითმხილველები საუბრობენ. როგორც ისინი აცხადებენ, ნგრევისა და ყვირილის ხმა გაიგეს და ადგილზე მისულებს ნანგრევებში მოყოლილი მუშები დახვდათ.

მამაკაცი, რომელიც სახლის დემონტაჟის შედეგად გარდაიცვალა, 32 წლის და  წალენჯიხის რაიონიდან იყო.

დიდუბეში, სოხუმის ქუჩაზე კედლის ჩამონგრევის შედეგად ერთი მუშა გარდაიცვალა. გავრცელებული ცნობით, გარდაცვლილი 40 წლამდე მამაკაცია. ის ნანგრევებიდან ამოყვანის შემდეგ უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა, ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

იტალიურ ეზოში ავარიული კორპუსის დემონტაჟის დროს კედელი ჩამოიშალა და სამი მუშა მოიყოლა.

შემთხვევაზე გამოძიება დაიწყო. შსს-ს ინფორმაციით, საქმე აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.

იტვირთბა....