ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ისლანდიაში ნიკა ბეგაძის სამძებრო სამუშაოები შეწყვეტილია

ისლანდიაში გულფოსის ჩანჩქერზე 22 წლის ნიკა ბეგაძის სამძებრო სამუშაოები შეწყვეტილია. საქართველოს ელჩის ინფორმაციით, პროცესი მომდევნო კვირიდან განახლდება, სამუშაოების შეწყვეტა კი გონივრული ვადის ამოწურვის გამო მოხდა, თუმცა ამ დრომდე ადგილზე რჩება ე.წ. შემაკავებელი ბადეები.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ნიკა ბეგაძე ჩანჩქერზე სავარაუდოდ, სათევზაოდ იყო წასული, რადგან პარკში მის მანქანასთან ნაპოვნია ანკესები, ასევე მისი კუთვნილი მობილური ტელეფონი, პასპორტი და სხვა საბუთები.

შემთხვევა 19 ივლისს მოხდა. ისლანდიაში ნიკა ბრეგვაძე მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, ის წყალში შევიდა და დინებამ გაიტაცა. თუმცა მისი ძმა აცხადებს, რომ ის ჩანჩქერში შესული არავის უნახავს. მას ისლანდიის პოლიცია სამი დღის განმავლობაში უშედეგოდ ეძებდა.

იტვირთბა....