“ისლამური ტერორის დასამარცხებლად თანამშრომლობა გვმართებს”, – როგორც საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია იუწყება, აღნიშნული განცხადება ისრაელის პრემიერ მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ პრემიერ მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
„აქ წარმოდგენილი ორივე მხარე ერთნაირადაა შეშფოთებული სირიაში მიმდინარე მოვლენების გარეგანი ეფექტებით, რამაც სხვა, კონფლიქტში ნაკლებად ჩართულ ქვეყნებზეც შეიძლება უარყოფითი გავლენა იქონიოს”, განაცხადა ნეთანიაჰუმ.
„ქართულ-ებრაული ისტორიის 2600 წელი გვაკავშირებს – ასი ათასობით ებრაელი საქართველოდან, ამჟამად აქ ცხოვრობს. მოხარული ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა, მათი დიდი ნაწილი, მათ შორის, აქ დამსწრე პირები, ჩემს გულითად მეგობრად მოვიხსენიო. ორივე ქვეყანას დაცული და პროგრესზე ორიენტირებული მომავალი სურს. ჩვენს სახელმწიფოებს ბუნებრივი ადამიანური ურთიერთსიმპათიაც აკავშირებთ – ეს განპირობებულია როგორც ისრაელში მცხოვრებ ქართველთა წვლილით, ასევე საერთო სიმპათიებითა და ერთმანეთის კულტურის ღრმა პატივისცემით….მიმაჩნია, რომ ჩვენს ერებს თანამშრომლობის შედეგად უკეთესი მომავლის შექმნა შეგვიძლია. სწორედ ამ განწყობით მინდა მოგესალმოთ აქ, იერუსალიმში”, – მიმართა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა საქართველოს პრემიერს.