შეერთებული შტატების კონგრესის საიტზე, რუსეთის მიმართ ახალი სანქციების შესახებ კანონპროექტი გამოქვეყნდა, რომელსაც მალე უნდა ეყაროს კენჭი. დოკუმენტის მიხედვით, ვაშინგტონი კვლავ არ დაუჭერს მხარს გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი-2“-ს, რადგან ის მავნე ზემოქმედებას ახდენს ევროკავშირის ენერგეტიკულ უსაფრთხოებაზე.
კონგრესის დასკვნის მიხედვით, რუსეთის ხელისუფლება ისევ არღვევს ვალდებულებებს, რომლებიც მას აღებული აქვს სხვადასხვა მემორანდუმით: მის მიერ 2014 წელს ყირიმის ანექსიით, სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის უკანონო ოკუპაციით 2008 წელს, ასევე უკრაინაში მიმდინარე მოვლენებით.
“რუსეთი განაგრძობს საქართველოსთან 2008 წელს გაფორმებული შეთანხმებული პირობების დარღვევას, რომლის მიხედვითაც რუსეთის ჯარები გაყვანილნი უნდა იქნენ და უზრუნველყოფილი უნდა იყოს “სამხრეთ ოსეთისა” და აფხაზეთის რეგიონებში ჰუმანიტარული ჯგუფების წვდომა.
ამავე დოკუმენტით, აშშ განაგრძობს ტერიტორიული ცვლილებების არაღიარების პოლიტიკას, რომლებიც ჩადენილია ძალის გამოყენებით, მათ შორის უკანონო შეჭრის შედეგად აფხაზეთში, “სამხრეთ ოსეთში”, ყირიმში, აღმოსავლეთ უკრაინასა და დნესტრისპირეთში.