პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ რუსეთიდან ახლახან დაბრუნებულ “ატრიოტთა ალიანსის” წევრს, ადა მარშანიას ბიუროს სხდომაზე რუსეთში ვიზიტის დეტალებზე საუბარი შეაწყვეტინა.
მაშინ, როცა ადა მარშანია ბიუროს სხდომაზე დეპუტატებს რუსეთში ვიზიტის და შეხვედრების დეტალებს აცნობდა, პარლამენტის სპიკერმა მიმართა:
“თქვენ შეგიძლიათ მოიწვიოთ და პარტიების წარმომადგენლებს ესაუბროთ. კანონდებლობით პარტიული ვიზიტის შესახებ ანგარიშს ბიურო ვერ მოისმენს, იძულებული ვარ, დავასრულო ბიუროს სხდომა”, – მიმართა კობახიძემ ადა მარშანიას, რის შემდეგაც კობახიძემ ბიუროს სხდომა დასრულებულად გამოაცხადა.
ადა მარშანიამ პასუხად აღნიშნა, რომ ვისაც მოსმენა არ სურდა, შეეძლო სხდომა დემონსტრაციულად დაეტოვებინა. მარშანიამ განცხადების გაკეთება, ფაქტობრივად, ნახევრად ცარიელ დარბაზში გააგრძელა.
შეგახსენებთ, “პატრიოტთა ალიანსის” წარმომადგენლები რამდენიმე ხნის წინ რუსეთში იყვნენ ჩასულები, სადაც დუმის დეპუტატებს შეხვდნენ.