ახალი ამბები მთავარი სამართალი

გურჯაანში ვეჯინის გამგებელი ფეხში დაჭრეს

გურჯაანის რაიონის სოფელ ვეჯინის გამგებელი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. კუკური ჯამატაშვილს გადაჭრილი თოფიდან ესროლეს. შემთხვევა გუშინ მოხდა.

როგორც  შსს-ში “მეტრონომს” განუცხადეს, მას ჭრილობა ფეხის არეში აქვს მიყენებული.  მის ჯანრმთლეობას საფრთხე არ ემუქრება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს, შსს-ს ცნობით ერთი პირი ცხელ კვალზე გუშინვე დააკავეს, თოფი კი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გავრცელებული ინფორმაციით, გამგებელს თავდამსხმელი საკუთარი სახლის ეზოსთან გაუსწორდა. ერთ-ერთი ვერსიით, ინციდენტი სადაო მიწის ნაკვეთს უკავშირდება.

იტვირთბა....