ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბიძინა ივანიშვილი ქეთი მელუას კონცერტს ესწრება

Black Sea Arena-ზე ქეთი მელუას კონცერტს ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი ესწრება. კონცერტზე ივანიშვილი ოჯახთან ერთად იმყოფება.

შეგახსენებთ, ივანიშვილი რამდენიმე თვეა, კამერებთან არ გამოჩენილა. ამ პერიოდში გავრცელდა ინფორმაცია მისი ავადმყოფობის შესახებ, რაც მისმა შვილმა ბერამ არ დაადასტურა.

საქართველოს ყოფილი პრემიერი კონცერტზე მეუღლესთან და შვილებთან ერთად მივიდა.

ამის შესახებ შეკვეთილიდან  „კურიერის“ კორესპონდენტი იუწყება. ჟურნალისტებს ამ დრომდე ყოფილი პრემიერისთვის კითხვების დასმის საშუალება არ მისცემიათ.

იტვირთბა....