“რესპუბლიკური” პარტიის ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბერძენიშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ გაკეთებულ იმ განცხადებას ეხმაურება, სადაც გიორგი კვირიკაშვილმა თქვა, რომ “საქართველოში სეკულარიზმითავისი კლასიკური გაგებით უადგილოა”.
ლევან ბერძენიშვილი შეფასებას “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე ავრცელებს და წერს:
“საქართველოში სეკულარიზმი უადგილოაო, განუცხადებია პრემიერ მინისტრს.
თუ რამე და ვინმეა უადგილო ამ ქვეყანაში, არის სწორედ ეს ხელისუფლების უბრალო დამატება კვირიკაშვილი, უძლური, უავტორიტეტო, უინიციატივო, უსუსური და უადგილო,”-წერს ლევან ბერძენიშვილი.