თურქეთის პროვინცია ჩანაქკალეში მაგნიტუდით 4,0 მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრა ადგილობრივი დროით 01:12 საათზე დაფიქსირდა. ინფორმაციას CNN Turk-ი ავრცელებს.
ნგრევისა და დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
20 ივლისს, ეგეოსის ზღვაში მომხდარმა ძლიერმა, მაგნიტუდით 6,7 მიწისძვრამ თურქეთისა და საბერძნეთის ტერიტორიები მოიცვა. ნგრევის შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა. თურქეთში განმეორებითი მიწისძვრა 21 ივლისსაც დაფიქსირდა.
თურქეთის დასავლეთი ნაწილი სეისმოაქტიურ ზონაში მდებარეობს და აქ ხშირად ხდება მიწისძვრები. ბოლო დროს ყველაზე ძლიერი მიწისძვრა რეგიონში 1999 წელს მოხდა, რომლის შედეგად დაახლოებით 18 ათასი ადამიანი დაიღუპა.