ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ახალი საოკუპაციო ზოლი ყარაფილაში: ოკუპანტებმა ბაქო-სუფსის ნავთობსადენის ნაწილი შემოსაზღვრეს

სოფელ ყარაფილაში გადმოწეულ საოკუპაციო ზოლს მიღმა მოყოლილია ბაქო-სუფსის ნავთობსადენიც.საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე აცხადებს, რომ მომხდარ ფაქტს მკაცრ შეფასებას აძლევს. ასევე, აღნიშნავს, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად ეცდებიან, რომ პროვოკაციული ქმედებები შეჩერდეს.

„ჩვენ ამ ფაქტს ისევე, როგორც ყველა წინა ფაქტებს, რა თქმა უნდა, ვაძლევთ ძალიან მკაცრ შეფასებას. ჩვენ პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ, რომ ეს პროცესი შეჩერდეს, ეს პროვოკაციული ქმედებები შეჩერდეს. პირველ რიგში, ეს არის პროვოკაცია და მნიშვნელოვანია, რომ საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად ჩვენ მოვახერხოთ ჩვენ ამ პროვოკაციული ქმედებების შეჩერება. ეს არის სწორედ ის პოლიტიკა, რომელსაც ჩვენ აქტიურად განვახორციელებთ,“ – განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

იტვირთბა....