ახალი ამბები მთავარი სამართალი

“ჩემთვის არ არის მნიშვნელოვანი რამდენ თანამდებობის პირს გადააყენებენ”

გატაცებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის მეუღლე ამბობს, რომ მისთვის არსებითი მნიშვნელობა არა აქვს, შინაგან საქმეთა მინისტრი რამდენ  თანამდებობის პირს გაათავისუფლებს.

ის გუშინ შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი მღებრიშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, სასაზღვრო პოლიციისა და უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის ხელმძღვანელებს თანამდებობები დაატოვებინეს, აფგან მუხთარლის მეუღლე, ლეილა მუსტაფაევა ეხმაურება.

ჟურნალისტის მეუღლის განცხადებით, თანამდებობის პირების გადაყენებით არაფერი იცვლება და გამოძიების მიმართ ისევ რჩება მთავარი კითხვები.

„ჩემთვის არ არის მნიშვნელოვანი რამდენ თანამდებობის პირს გადააყენებენ. გასულ თვეს, მაგალითად პოსტი დატოვა მინისტრის მოადგილე ბესიკ ამირანაშვილმაც, მაგრამ ამით არაფერი შეცვლილა. ისინი გამოძიებისთვის არაფერს აკეთებენ. ახალი არაფერია. პოლიციას ამ დრომდე ღირებული არაფერი აქვს სათქმელი, უკვე ორი თვე გავიდა.

მთავარი კითხვა მაქვს – რატომ ვერ მოხდა ამ დრომდე იმ მანქანის და იმ პირების იდენტიფიცირება, რომლებმაც აფგანი თბილისიდან წაიყვანეს. გამოძიება თუ ნამდვილად მუშაობს ამ საქმეზე, მათ ეს უკვე უნდა იცოდნენ. მე დარწმუნებული ვარ, მათ ყველაფერი იციან და ყველა საჭირო ჩანაწერი აქვთ, მაგრამ არ ასაჯაროებენ. მე მაქვს კითხვა – რატომ,“ – განაცხადა ლეილა მუსტაფაევამ.

 

 

იტვირთბა....