“აზერბაიჯანელი ჟურნალისტის საქმეზე, გამოძიებამ შეისწავლა 46 ვიდეოკამერა და დაიკითხა ათობით მოწმე. გამოძიების მიხედვით, არ იკვეთება მისი ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი. გამშვებ სასაზღვრო ზოლში არანაირ ექსცესს ადგილი არ ჰქონია. ამჟამად გამოძიება გრძელდება. საზოგადოების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი და უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ხელმძღვანელები გამოძიების დასასრულამდე თანამდებობებს ტოვებენ…”, – განაცხადა ახლახანს გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა.
მისი თქმით, შემოწმდა მუხთარლის მობილურზე შემავალი და გამავალი ზარების ნუსხა და მასზე არანაირი ზემოქმედების ნიშნები არ იკვეთება.
შეგახსენებთ, აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი დაახლოებით 1 თვის წინ თბილისში ქუჩიდან გაუჩინარდა და ის აზერბაიჯანის ციხეში აღმოჩნდა. ის აზერბაიჯანის მთავრობას მკაცრად აკრიტიკებდა.