საქართველოში ვიზიტით მყოფმა უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ ინფორმაცია გაავრცელა.
“ჩემთვის ძალიან მნიშნელოვანია ვიმყოფებოდე აქ, თბილისში, იმ დროს, როცა ჩვენი სახელმწიფოები აღნიშნავენ 4 თვეში ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 25 წლისთავს, საქართველოს და უკრაინას შორის”, – პოროშენკომ ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში, გიორგი მარგველაშვილთან ერთად გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
უკრაინის პრეზიდენტმა მოყვა ისტორია, თუ როგორ გადაარჩინა საქართველომ მისი მეუღლის ოჯახი.
“ყველამ არ იცის, რომ 39 წელს ჩემი მეუღლის დიდი ბაბუა იყო იძულებული თბილისში გაქცეულიყო, საქართველომ უშველა ჩემი მეუღლის ოჯახს, იხსნა სიკვდილისგან. მოხვდა სტალინგრადში და იყო ევაკუირებული და სად? თბილისში. გუშინ მე გავიგე, რომ მარინამ დაურეკა თავის დედას, წითელი არმიის ქუჩაზე, არ ვიცი ზუსტად სახელწოდება, მაგრამ იმედი მაქვს ვნახო ეს სახლი და მადლობა გადავუხადო იმ ხალხს”, – განაცხადა პეტრო პოროშენკომ.