მომღერალი სალომე კორკოტაშვილი, რომელიც ე.წ “ქართველთა მარშის” ერთ-ერთი ორგანიზატორის, გია კორკოტაშვილის ქალიშვილია, სოციალურ ქსელში მიმართვას ავრცელებს. მისი თქმით, მას ემუქრებიან და ლანძღავენ.
“არ ვიცი როგორ გამოვხატო ჩემი გულის ტკივილი! მირეკავენ ჟურნალისტები და აინტერესებთ, რას ვფიქრობ ამ თემასთან დაკავშირებით! მე საქართველოს სიყვარული ჩემმა მშობლებმა მასწავლეს, ჩემი მთავარი მოტივია, რომ ჩვენი ქვეყნისთვის კარგი საქმე ვაკეთო. ვინც მიცნობს და იცის, როგორ ვცხოვრობ და როგორ ვშრომობ იმისთვის, რომ მთელ მსოფლიოს გავაგებინო, როგორი მუსიკალური და ნიჭიერი ხალხი ვართ საქართველოში.
ყველას სხვა და სხვა აზრი გვაქვს, მაგრამ გთხოვთ ნუ დაესევით ერთმანეთს !! ყველას კარგი გვინდა ჩვენი ქვეყნისთვის.გინებით და ლანძღვით ვერ მივაღწევთ ვერაფერს კარგს. ყველას გვაქვს იმის საშუალება რომ ვილაპარაკოთ ღიად პრობლემებზე და ცივილიზებულად გადავწყვიტოთ პრობლემები. ნუ მემუქრებით და ნუ მაგინებთ!! Stop acting like children in the playground and start talking like civilized adults #მშვიდობასაქართველოში”,-წერს სალომე კორკოტაშვილი.
შეგახსენებთ, გაეროში ყოფილ ელჩს, თათია დოლიძეს სოციალურ ქსელში ე.წ. “”ქართველთა მარშის” ორგანიზატორთა ნაწილმა შეურაცხმყოფელი კომენტარები დაუწერა, რასაც საზოგადოებაში აჟიოტაჟი მოჰყვა.

