რაზე ისაუბრებენ უკრაინის პრეზიდენტი პოროშენკო და საქართველოს პრემიერი კვირიკაშვილი? პოროშენკოსთან შეხვედრისას საგანგებო თემა ორი ქვეყნის მოკავშირეობის ასპექტები იქნება, მათ შორის რუსეთთან მიმართებაში. ასეთი განცხადება გააკეთა “ქართული ოცნების” წევრმა გია ვოლსკიმ. მან არ გამორიცხა, რომ ამ შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილის გადმოცემაზეც იყოს საუბარი.
“უკრაინაში, ისევე როგორც საქართველოში, ნებისმიერ შემთხვევაში არ იხილავენ საკითხს მათი მოქალაქის გადაცემისა სხვა ქვეყნისადმი, თუნდაც ბევრი შეკითხვები ჰქონდეს საგამოძიებო სტრუქტურებს და ისევე როგორც საზოგადოებას სააკაშვილისადმი. ვფიქრობ, საგანგებო თემაა ჩვენი და უკრაინის მოკავშირეობის მთელი რიგი ასპექტები, მათ შორის რუსეთთან მიმართებაში,“ – განაცხადა გია ვოლსკიმ.
შეგახსენებთ, უკრაინის პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით საქართველოს დღეს ეწვევა.