ახალი ამბები მთავარი სამართალი

ვინ ჩაუდო ნარკოტიკი: ელისო კილაძის შვილი გვარს ასახელებს

“უდანაშაულო ვარ. ნარკოტიკი ჩამიდო ვასაძემ, რომელიც პოლიციელის შვილია” – ამის შესახებ გაზეთ “ქრონიკა პლიუსის” რედაქტორის შვილმა დავით ხარშილაძემ სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლების შემდეგ განაცხადა.

მისთვის სასამართლოს გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო.

როგორც ხარშილაძემ სასამართლო დარბაზიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, ის უდანაშაულოა და ნარკოტიკული საშუალება პოლიციამ „ჩაუდო“.

“მარტივად ადგნენ და ჩამიდეს. უდანაშაულო ვარ. ნარკოტიკი ჩამიდო ვასაძემ, რომელიც პოლიციელის შვილია. ეს შს მინისტრისთვის დასაფიქრებელია, როცა პოლიციელის შვილი ნარკოტიკს უდებს ადამიანს. ვისარგებლებ შემთხვევით და მოვიკითხავ ყველა იმ ადამიანს, რომელიც უკანონოდ, ჩადების გამო იხდის სასჯელს. ყველას ვეტყვი იმას, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი”, – განაცხადა დავით ხარშილაძემ.

ელისო კილაძის შვილს ბრალად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა ედება. ხარშილაძე დანაშაულს არ აღიარებს და სამართალდამცველებს მტკიცებულებების გაყალბებაში ადანაშაულებს.

იტვირთბა....