გაზეთ “ქრონიკა პლუსის” დამფუძნებლისა და მთავარი რედაქტორის ელისო კილაძის უფროსი ვაჟიშვილი დაკავებულია, – ინფორმაციას თავად ჟურნალისტი ავრცელებს. როგორც სტატუსიდან ირკვევა, მან ამ დრომდე არ იცის, რომელ განყოფილებაშია გადაყვანილი დაკავებული.
“ჩემი უფროსი შვილი საბურთალზე დაკავებულია-ამ წუთას შემატყობინა უცნობმა პირმა. ვეძებ ადვოკატთან ერთად! შსს ვითხოვ ინფორმაციას -სადაა გადაყვანილი და ვინ დააკავა!”, – წერს ელისო კილაძე.
შეგახსენებთ, ელისო კილაძე მძაფრი განცხადებებითა და სკანდალური მასალებით გამორჩეული ჟურნალისტია. ბოლო დროს ის აქტიურად წერდა როგორც სუს-სა და შსს-ს შორის არსებული დაპირისპირების, ასევე სუს-ის ცალკეული მაღალჩინოსნების შესახებ.