ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“მკაცრი საუბარი მქონდა პრეზიდენტ პუტინთან”

“როიტერსის” ინფორმაციით, დონალდ ტრამპის განცხადებით, “დიდი ოცეულის” სამიტზე რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან მკაცრი საუბარი ჰქონდა.

თეთრი სახლის ლიდერის განმარტებით,   პუტინთან მკაცრი იყო, თუმცა ამავდროულად მათ მნიშვნელოვანი ურთიერთობები აქვთ, რომელსაც ბევრი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლია. ტრამპმა ამის მაგალითად სირიაში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი დაასახელა:

„მე მკაცრი საუბარი მქონდა პრეზიდენტ პუტინთან. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი ურთიერთობები გვაქვს. ეს ურთიერთობებია, რომლის ფარგლებში უამრავი სიცოცხლე შეიძლება იქნას გადარჩენილი, მაგალითად, როგორც სირიაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მიღებული შეთანხმება…” -განაცხადა ტრამპმა სააგენტოსთან მიცემულ ინტერვიუში.

ამავდროულად, აშშ-ს არჩევნებში რუსეთის ჩარევის შესახებ ტრამპმა პუტინთან საუბარი გაიხსენა:

„მე მას ვკითხე: „შენ ეს გააკეთე?“; მან მითხრა: „არა, არ გამიკეთებია“. შემდეგ მეორეჯერ დავუსვი მას ეს კითხვა. მან კიდევ ერთხელ უარყო ეს“, – აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

კითხვაზე, დაუჯერა თუ არა მან პუტინის პასუხს, დონალდ ტრამპმა შემდეგნაირად უპასუხა:

„საქმე ის არის, რომ რაღაცა მოხდა და უნდა გავარკვიოთ თუ რა მოხდა, ვინაიდან ჩვენ ვერ დავუშვებთ, რომ ამგვარი რამე ჩვენს საარჩევნო პროცესში ხდებოდეს“ განაცხადა ტრამპმა.

დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის პირველი შეხვედრა ჰამბურგში 7 ივლისს “დიდი ოცეულის” სამიტის ფარგლებში გაიმართა.

იტვირთბა....