ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“რუსეთთან პირდაპირი დიალოგის ფორმატი გამორიცხულია”

“ჩვენ არ ვთვლით მიზანშეწონილად პირდაპირ დიალოგს რუსეთთან იმიტომ, რომ ჩვენ ვერ ვხედავთ კონკრეტულ ქმედებებს, რომელიც მიმართულია ჩვენი ქვეყნის დეოკუპაციისკენ”, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ განაცხადა.

მისი თქმით, დიალოგი მხოლოდ საერთაშორისო ფორმატით უნდა გაგრძელდეს.

“საერთაშორისო ფორმატების ფარგლებში უნდა მოხდეს დიალოგის გაგრძელება და იმ კონკრეტული შედეგის მიღწევა, რასაც ჰქვია ჩვენი ქვეყნის დეოკუპაცია. პირდაპირი დიალოგის ფორმატი გამორიცხულია, გამომდინარე იმ ქმედებებიდან, რომელიც მიმდინარეობს”, – განაცხადა იზორიამ.

შეგახსენებთ, რუსულმა მხარემ ბოლო დღეების განმავლობაში, საოკუპაციო ზონა კიდევ უფრო გააფართოვა, რამაც ქართული მხარის პროტესტი გამოიწვია.

იტვირთბა....