რუსეთის ხელისუფლების მხრიდან რეაქცია მოჰყვა საქართველოს პარლამენტიდან “პატრიოტთა ალიანსის” დელეგაციის ვიზიტს რუსეთის დუმაში. მოსკოვი რუსი და ქართველი პარლამენტარების ურთიერთობის მზაობას ადასტურებს.
“ჩვენ ასეთ კონტაქტებს მხოლოდ მხარს ვუჭერთ. უფრო მეტიც, ჩვენ მზად ვართ სხვა დონეებზე კონტაქტებისთვის“, – ასეთი განცხადება გააკეთა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა.
რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, არსებობს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის რუსეთთან ურთიერთობებში სპეციალური წარმომადგენელის ხაზით არხი. „მზად ვართ სხვა ფორმატებისთვის, რომელიც მისაღები იქნება ორივე მხარისთვის“, – აღნიშნა ლავროვმა.
“ბოლოს და ბოლოს, ჩვენ მეზობლები ვართ” – ასე დაასრულა ლავროვმა.
შეგახსენებთ, “პატრიოტთა ალიანსის” რამდენიმეკაციანი ჯგუფი მოსკოვში რუს დეპუტატებთან სასაუბროდ მას მერე წავიდნენ, რაც რუსეთის ხელისუფლებამ საოკუპაციო ზოლთან საზღვარი კიდევ რამდენიმე ასეული მეტრით გადმოწია.