ინტერნეტმომხმარებელი ლილე გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს:
„ჩემს მეგობრებს ლისის ტბაზე უკბინა ტკიპამ, რის შემდეგაც დაემართათ რთული ინფექცია ბორელიოზი. როგორც ვიცით ამ მოკლე დროში ძალიან ბევრს დაემართა იგივე ლისის ტბაზე.
ინფორმაციის გასავრცელებლად და შეწამვლითი სამუშაოებისთვის დავუკავშირდით თბილისის მერია / Tbilisi City Hall -ს, გადაგვამისამართა გარემოს დაცვის სამინისტრო-სთან, რომელმაც გვითხრა დავკავშირებოდით სოფლის მეურნეობის სამინისტრო / Ministry of Agriculture of Georgiaს, ამ უკანასკნელმა გადაგვამისამართა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოსთან, National Center for Disease Control & Public Health, Georgia (NCDC & PH) რომელმაც საბოლოოდ გვითხრა რომ ისინი მხოლოდ საიტის მეშვეობით ავრცელებენ ინფორმაციას, როგორ ვებრძოლოთ ტკიპას. დაავადების გამოსავლენად სარწმუნო ანალიზები საქართველოში არ კეთდება, საჭიროებს სისხლის საზღვარგარეთ გაგზავნას!
პ.ს. რეალურად ლისის ტბაზე არის ეპიდემია რაც არცერთ უწყებას არ აინტერესებს!!!!!!! გთხოვთ გაავრელოთ ინფორმაცია იქნებ ჩვენ დავეხმაროთ ერთმანეთს“-წერს გოცირიძე.
“მეტრონომი” დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ სააგენტოს დაუკავშირდა, სადაც გვიპასუხეს, რომ აღნიშნული ინფორმაცია სინამდვილეს არ შეესაბამება:
ხათუნა ზახაშვილი (გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი): გადაუმოწმებელი ინფორმაციაა; ტკიპის კბენის გამო სხვაგანაც შეიძლება მსგავსი შემთხვევა დაფიქსირდეს. ლისის ტბაზე გავრცელებული ტკიპები ჩვენ მიერ შესწავლილია და ვიცით რომ არსებობენ, რაც შეეხება ბორელიოზს, მისით დაავადების ძალიან მცირე პროცენტი არსებობს. საქართველოში სულ დაფიქსირებულია ბორელიოზის 36 შემთხვევა, აქედან 10-თბილისში. ვერაფრით ვერ ვიტყვით, რომ ლისის ტბაზე რამე უსაშველო ხდება. ბორელიოზი მთელ ევროპაშია გავრცელებული – ჩვენნაირი ზონის ქვეყნებში. ამასთან დაავადება ექვემდებარება მკურნალობას.
“მეტრონომი”: მოქალაქე აღნიშნავს, რომ საქართველოში ამ დაავადების დიაგნოსტირება არ ხდება.
– ეს ინფორმაციაც არ შეესაბამება სიმართლეს. რეალურად, საქართველოში ბორელიოზის დიგანოსტირება და მკურნალობა ხდება.