დღეს ვიცე-პრემიერის პოსტს კახი კალაძის ნაცვლად საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე დაიკავებს. ამის შესახებ განცხადება მთავრობის სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ კახი კალაძე “ქართულმა ოცნებამ” თბილისის მერობის კანდიდატად დაასახელა, შესაბამისად, მისი ადგილი ვაკანტური დარჩა. ამასთან, ენერგეტიკის მინისტრის პოსტს ილია ელოშვილი დაიკავებს.